2014 წლის 11 და 12 მარტს თბილისში ჩატარდა MYPLACE-ის შეხვედრა. MYPLACE არის ევროკავშირის FP7 პროგრამის ფარგლებში არსებული კვლევითი პროექტი, რომელშიც 14 ქვეყანა (მათ შორის საქართველოც) მონაწილეობს. პროექტი იკვლევს 16-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს და მიზნად ისახავს მათ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის შესწავლას. პროექტი ასევე იკვლევს ისტორიული მეხსიერების გავლენას ახალგაზრდების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე. საქართველოში კვლევას ახორციელებს სი არ არ სი საქართველო.
პროექტი 2011 წელს დაიწყო და არის 4 წლიანი. პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანამ ამ ეტაპზე უკვე შეაგროვა ემპირიული მონაცემები და დაწერა კვლევის რამდენიმე ანგარიში. თბილისში შეხვედრის დროს პროექტის მონაწილე ორგანიზაციები/უნივერსიტეტები შეთანხმდნენ მომავალ გეგმებზე და იმსჯელეს ევროკავშირისთვის ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში რეკომენდაციებზე.