CRRC-საქართველო, ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2015 წლის შემოდგომის სეზონის ბოლო, მეცამეტე სესიას:
“ეთნონაციონალური წარმოდგენები და წარმომადგენლობა პოსტ-კონფლიქტურ გარემოში: საქართველოს მაგალითი”
ბაბაკ რეზვანი, ამსტერდამის უნივერსიტეტი
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015, 18:30
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი/CRRC-საქართველო
კავსაძის ქ. 3, თბილისი, საქართველო
დამატებითი ინფორმაცია თემის და ავტორების შესახებ იხილეთ ინგლისურენოვან გვერდზე.
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს CRRC საქართველო, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.