ლიბერალური დამოკიდებულებები და რელიგია. კომუნისტური წარსულის სახეცვლილი ეფექტები: ახალი სტატია სოციოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში, გამოქვეყნებული CRRC-საქართველოს პოლიტიკის ანალიტიკოსების მიერ

გიორგი ბაბუნაშვილმა, უფროსმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა CRRC-საქართველოში, და ანანო ყიფიანმა, პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ახლახანს გამოაქვეყნეს სტატია სოციოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში ლიბერალური დამოკიდებულებების, LGBT პირების მიმართ დამოკიდებულებებისა და რელიგიის შესახებ, რაც კომუნისტურ წარსულს უკავშირდება.

სტატიიდან: “პოლიტიკური და სოციალური დამოკიდებულებები მნიშვნელოვნად ყალიბდება ისტორიული გამოცდილებების საფუძველზე. როგორც ISSP-ის რელიგიის მოდულის სპეციალური გამოცემის ნაწილი, აღნიშნულ მოკლე კვლევაში ჩვენ განვიხილავთ რელიგიურობის გავლენას ადამიანებში ლიბერალური დამოკიდებულებების არსებობა-არარსებობაზე და იმას, თუ როგორ ვარირებს ეს ყოველივე კომუნისტური წარსულის მქონდე და არმქონე ქრისტიანულ სახელმწიფოებში. მონაცემების მიხედვით, რელიგიურობას მცირე გავლენა აქვს ჰომოსექსუალური ურთიერთობების მიმართ არსებულ ლიბერალურ დამოკიდებულებებზე პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. ამასთანავე, დაბალია სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებული ტოლერანტობის ზოგადი დონე და დამოკიდებულებათა მცირე ვარიაციები არსებობს ყოფილი კომუნისტური ქვეყნების საზოგადოებებს შორისაც.“

გაზიარება

მსგავსი სიახლეები