უკან
სოციოლოგიური კვლევა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესაფასებლად
ქვეყანა: საქართველო
დონორი:
ფონდი ღია საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება
თარიღი: ოქტომბერი 2018 - დეკემბერი 2018
პროექტის მიზანი:
მონაცემების შეგროვება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ექსპერტებისთვის, რომლებიც წერენ ანალიტიკურ ანგარიშებს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია IDEA-ს ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში. ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშები მიზნად ისახავს, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასებას შემდეგი მიმართულებებით:
- პროფკავშირები და სოციალური დაცვა
- განათლება
- ჯანდაცვა
- მედია
- გულისხმიერი მთავრობა
- პარტიები
- საპარლამენტო კონტროლი
- სასამართლო
- კორუფცია
კვლევის დიზაინი:
რაოდენობრივი კომპონენტი: მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის შედეგებიც წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობისა და თბილისის მოსახლეობისთვის.
- საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდი: 16-27 ნოემბერი, 2018
- შერჩევის მეთოდი: სტრატიფიცირებული კლასტერული შერჩევა
- დასრულებული ინტერვიუების რაოდენობა: 1786
- ცდომილების საშუალო ზღვარი: 2.9%
თვისებრივი კომპონენტი: ფოკუს ჯგუფები სფეროს ექსპერტებსა და აქტივისტებთან პროექტის ძირითადი მიმართულებების მიხედვით.