უკან

„ქცევითი მიზეზები, რომლებიც მასწავლებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ჩარევის/შეტყობინების წინაღობას წარმოადგენს

ქვეყანა: საქართველო
დონორი: გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)
თარიღი: აპრილი 2019 - ივლისი 2019
პროექტის მიზანი: კვლევა ქცევით მიზეზებზე, რომლებიც მასწავლებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ჩარევის/შეტყობინების წინაღობას წარმოადგენს, მომზადდა ქცევითი მეცნიერების ჩარჩოს შესაბამისად. კვლევა მოიცავს ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობით მონაცემებს და მათი დაჯგუფების შესაძლებლობას იძლევა ასაკისა და სქესის მიხედვით. კვლევა სწავლობს მასწავლებელთა დამოკიდებულებას ჩარევის/შეტყობინების ფენომენს, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მიზეზებსა და შედეგებს, მასწავლებელთა დამოკიდებულებას, სოციალურ ნორმებს და თვითდარწმუნებულობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემჩნევასა და მის შეტყობინებასთან დაკავშირებით. კვლევა ასევე აფასებს, თუ რამდენად იცნობენ მასწავლებელი შესაბამის კანონმდებლობას და მომსახურებას, რაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაზარალებულებისთვის/მსხვერპლებისთვის არსებობს და გამოყოფს ქცევით მიზეზებს, რამაც შეიძლება, წაახალისოს მასწავლებლები, რომ ჩაერიონ და განახორციელონ შეტყობინება ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
კვლევის დიზაინი: კვლევაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები: საკვანძო ექსპერტებთან პირისპირ თვისებრივი ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები, და საქართველოს მასშტაბით ჩატარებული რაოდენობრივი პირისპირ გამოკითხვა, რომელიც ექსპერტიმენულ ნაწილსაც მოიცავდა.
მასალები: პროექტის მასალები მოიცავს: