კავკასიის კვლევა: „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის წინასწარი მიღების სპეციალური გამოშვება

კავკასია ძალთა წინააღმდეგობის არეალს საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა. გამონაკლისი არც დღევანდელი რეალობაა. გავრცელებული მოსაზრებით, ქართველები, ძირითადად, პროევროპულნი არიან მაშინ, როდესაც სომხეთის მოსახლეობა რუსეთს უჭერს მხარს. იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ელიტის უპირატესობები ცნობილია, საქართველო DCFTA-ს ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანაა და სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, ჩნდება კითხვა – როგორ ხედავენ საქართველოსა და სომხეთის მოსახლეობა დღევანდელ ვითარებას? მაგალითად, დასავლეთმა ან რუსეთმა მოიპოვეს თუ დაკარგეს მიმზიდველობა მოსახლეობაში და რა არის მიმზდიველობის კორელატები? რამდენად გამართლებულია ისეთი სტერეოტიპები, როგორებიცაა „პროდასავლური საქართველო“ და „პრორუსული სომხეთი“? განიხილავს თუ არა ხალხი გეოპოლიტიკას ყოველდღიურ ცხოვრებაში და თუ დიახ, რა პირობებში, რა მოცემულობაში და რა საკითხების ირგვლივ ხდება ეს განხილვა? განარჩევს თუ არა ხალხი პირად იდენტობას გეოპოლიტიკური ნარატივისგან? რა ტიპის ვარიაციები არსებობს სომხეთსა და საქართველოს მოსახლეობის ქვეჯგუფებში?

„კავკასიის ბარომეტრი“, სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის ეროვნული წარმომადგენლობითი კვლევა, 2017 წლის შემოდგომაზე მე-10 ტალღას ახორციელებს. უკვე გამოქვეყნდა სატესტო კითხვარი და 2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ საბოლოო კითხვარიც 2018 წლის თებერვალში მონაცემთა გამოქვეყნებამდე სამი თვის ვადაში გამოქვეყნდება. აღნიშნული სპეციალური გამოშვებისთვის გამოქვეყნდება მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მონაცემები. კვლევა მოიცავს ისეთ კითხვებს, რომლებიც კონკრეტულად ზემოთ აღნიშნულ თემატიკაზეა მორგებული. ამჯერად, მეცნიერებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ კვლევის დიზაინი „კავკასიის ბარომეტრის“ კითხვარზე დაყრდნობით და თანდართული სტატია კავკასიის კვლევაზე შედეგების განხილვის გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ ახალგაზრდა და ახალბედა მკვლევრებს მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში. სტატიები, რომლებიც შეირჩევა გამოსაქვეყნებლად, მიიღებს 500 აშშ დოლარის ჯილდოს და ექნებათ 1,000 აშშ დოლარის ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ღია მეცნიერების ჩარჩოს (OSF) ფარგლებში.

სტატია წინასწარი მიღების კონკურსისთვის შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2017 წლის 15 დეკემბრამდე. ამისთვის უნდა გაიაროთ შემდეგი ნაბიჯები:

b. დაიწყეთ წინასწარი რეგისტრაცია. ჩვენ გთავაზობთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმას, სადაც მითითებული გვაქვს ის ველები, რომელთა შევსებაც დაგჭირდებათ. როდესაც მზად იქნებით, წარადგინეთ წინასწარი რეგისტრაცია განსახილველად ონლაინ ფორმის ბოლო გვერდზე (არჩევითი ნაბიჯია OSF-ის წინასწარი რეგისტრაციის გამოწვევაში მონაწილეობის მიღება, რაც დაჯილდოვდება ფულადი პრიზით).

c. როდესაც დასრულდება წინასწარი რეგისტრაცია, OSF-ისგან მიიღებთ შეტყობინებას.

FAQ

მეთოდოლოგიურად რამდენად დახვეწილი უნდა იყოს ჩემი სტატია?

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ მეთოდოლოგიურად დახვეწილ სტატიებს, თუმცა სტატიის ეს ნაწილი, ძირითადად, უნდა იყოს დანართებში წარმოდგენილი, რათა სტატია რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს რეგიონის იმ მკითხველთათვისაც, რომლებსაც რაოდენობრივი კვლევის შესახებ ცოდნა ნაკლებად აქვთ. გრაფიკი უნდა ჩანაცვლდეს რეგრესიის ცხრილებით, რომლებიც ნებისმიერი სტატისტიკური მოდელიდან რელევანტურ მონაცემებს აჩვენებს ისე, რომ ტექსტის შინაარსი არ გახდეს გაუგებარი.

როგორ უნდა დავწეროთ წინასწარი რეგისტრაციისთვის?

 შემიძლია CB-ის ჩემს ანალიზს დამატებითი მონაცემები დავამატო?

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დამატებითი წყაროები განსაკუთებით მისასალმებელი იქნება. თქვენ წინასწარ უნდა მიუთითოთ ეს წყაროები და ის, თუ როგორ გამოიყენებთ მათ. სტატიის სიტყვათა რაოდენობა უნდა შეადგენდეს 8,500 სიტყვას ან ნაკლებს.

სად შემიძლია ვიპოვო დამატებითი ინფორმაცია წინასწარი მიღების შესახებ?

ჩამოსატვირთი დოკუმენტები
გაზიარება