CRRC-საქართველომ ახალი პოლიტიკის ნარკვევი გამოაქვეყნა სახელწოდებით – არიან ქართველი ამომრჩევლები პოლარიზებული?

6 ოქტომბერს CRRC-საქართველომ ახალი პოლიტიკის ნარკვევი გამოაქვეყნა სახელწოდებით – არიან ქართველი ამომრჩევლები პოლარიზებული?

საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე საუბარი მარტივია. ერთ-ერთი ანგარიში იმდენად ღრმად შეეხო აღნიშნულ საკითხს, რომ საქართველოზე, როგორც ევროპის ყველაზე პოლარიზებულ ქვეყანაზეც კი ისაუბრა. და მაინც, შესაძლებელია რამდენიმე ისეთი დოკუმენტის მოძიება, რომლებიც მართლაც ტესტავენ აღნიშნულ მოსაზრებებს მონაცემებთან მიმართებით. წინამდებარე დოკუმენტი პოლიტიკური პოლარიზაციის ორი მთავარი მახასიათებლის არსებობას ტესტავს მთლიან საზოგადოებაში. პირველი მახასიათებელი საზოგადოების ორ პოლიტიკურ ჯგუფად დაყოფას გულისხმობს. მეორე მახასიათებლის მიხედვით, აღნიშნულ ორ პოლიტიკურ ჯგუფს განსხვავებული პოლიტიკური პრეფერენციები აქვს. მოცემულ დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები თითქმის არ იძლევა მტკიცებულებას ამ ორი მახასიათებლისთვის. მართლაც, ერთადერთი, რაც ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ჰყოფს, გახლავთ აშკარად პოლიტიკური, როგორიცაა პარტიული გამარჯვებები და თავად პოლიტიკოსები. ამ ყოველივეს კი იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მაშინ, როდესაც საზოგადოება დაყოფილია, მცირე პოლიტიკურ პოლარიზაციას აქვს ადგილი ასეთ საზოგადოებაში.

გაზიარება