ევრაზიის პარტნიორობის ფონდების აღმასრულებელი კომიტეტი, ევროპის ფონდი და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები გაუწყებთ

როი საუთუორთი, ჩვენი ძვირფასი მეგობარი და კოლეგა, გარდაიცვალა 23 ივლისს კალიფორნიაში სიმსივნით. მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში როის გვერდით იმყოფებოდნენ მისი მეუღლე, ქეთი, მისი სამი შვილი მათი მეუღლეებით და მისი ყველა შვილიშვილი. როის გარდაცვალება დამანგრეველი ამბავი აღმოჩნდა ჩვენთვის.

დაახლოებით ათი წლის წინ, როი მოხალისეობრივად გახდა ევრაზიის პარტნიორობის ფონდების დამფუძნებელი თავმჯდომარე. ეს ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში ევრაზიის ფონდის მუშაობის შედეგად აღმოცენდა და მიზნად დაისახა, რეგიონის ერების კეთილდღეობის გაუმჯობესება და ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობების გაღრმავება როგორც რეგიონის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ მიზნის მისაღწევად როი ყოველდღიურ რეჟიმში იყენებდა მის ღრმად პროფესიონალურ შესაძლებლობებსა და კავშირებს საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის დირექტორის პოზიციის ფარგლებში. ძალზედ ნიჭიერ პერსონალთან და ღირსეულ რწმუნებულებთან ერთად, როიმ აღნიშნული ინსტიტუტი ისეთ ნიშნულზე მიიყვანა, რომ ამან ჩვენს უდიდეს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ როის ერთგულებამ რეგიონის ხალხების მიმართ, მისმა დაუოკებელმა ენერგიამ, იუმორმა და სიკეთემ განსაზღვრა ამ ინიციატივის წარმატება – რაც ამჟამად ხუთ ინსტიტუტს ითვლის სომხეთსა და საქართველოში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრებთან ერთად.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები