კრისტოფერ დ. ბადერის, ანდრეა მოლის, ბენჟამინ გურენცისა და ჯეიმს ჯ. კოილის სტატია – “ღვთის რისხვისთვის: ფატალიზმი და ღვთის გამოსახულებები მსოფლიოს ძალადობრივ რეგიონებში“ – გამოქვეყნდა ჟურნალ „რელიგიის სოციოლოგიაში“ (რელიგიის სოციოლოგია: კვარტალური განხილვა 2017, 78:2 173–191). სტატია ეფუძნება „კავკასიის ბარომეტრის“, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შინამეურნეობათა რეგიონული კვლევის, 2012 წლის მონაცემებს.
სტატიის აბსტრაქტიის მიხედვით: „კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდები იყენებენ რელიგიას მათ ცხოვრებაში ბედისწერის როლის გასაგებად, რაც, იმთავითვე, ახდენს გავლენას მათ ჯანმრთელობაზე. ეს, შესაძლოა, განსაკუთრებით რელევანტური მსოფლიოს კონფლიქტური/ძალადობრივი რეგიონებისთვის იყოს, სადაც რელიგიური რწმენები ადამიანთა სამომავლო პრობლემების დაძლევის მნიშვნელოვან საშუალებებს წარმოადგენს ძალადობის, არასტაბილურობისა და გაურკვევლობის პირობებში. აღნიშნულ სტატიაში ჩვენ ვიკვლევთ ღმერთის გამოსახულებების როლს ფატალიზმის დონის წინასწარმეტყველებაში ისეთ ინდივიდებს შორის, რომლებიც სამხრეთ კავკასიის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) მწვავე კონფლიქტურ რეგიონში იმყოფებიან. სტატია „კავკასიის ბარომეტრის“ 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ღმერთის შესახებ არსებული კონცეფციები, როგორც განსჯის მტკიცებულება ფატალიზმის ერთადერთ თანმიმდევრულ რელიგიურ პრედიქტორს წარმოადგენს რეგიონის ამ სამ ერს შორის.
სტატია შეგიძლიათ მოითხოვოთ აქ: https://www.researchgate.net/publication/314079608_For_the_Wrath_of_God_Fatalism_and_Images_of_God_in_Violent_Regions_of_the_World
ფატალიზმის აღქმის შესახებ დასმული კითხვის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე: http://caucasusbarometer.org/en/cb2012/FATEINLF/