ზაკს მიღებული აქვს ბაკალავრის ორმაგი ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებისა და რუსეთისა და ევრაზიის კვლევების მიმართულებით კოლორადოს კოლეჯიდან, სადაც მისი კვლევის ფოკუსი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა იყო.
CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე, ზაკი ერთი სემესტრის განმავლობაში თბილისში სწავლობდა პოსტ-საბჭოთა პოლიტიკასა და რუსულ ენას. მას ასევე ჩატარებული აქვს კვლევები შიდა პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობების შესახებ ყირგიზეთში, ალბანეთსა და მონტენეგროში.
მისი კვლევითი ინტერესები საჯარო პოლიტიკას, საგარეო დახმარებასა და დიპლომატიას მოიცავს.