სტაჟიორები

საშა სლობოდოვი

საშა სლობოდოვი ამჟამად ტორონტოს უნივერსიტეტში, ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მაგისტრატურას ასრულებს. CRRC-ში მოსვლამდე იგი კანადაში მუშაობდა ასოცირებულ მკვლევრად მშვიდობისა და დიპლომატიის ინსტიტუტში, ასევე კვლევის ასისტენტად ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, და ინგლისური ენის მასწავლებლად ესპანეთში. მან ბაკალავრის დიპლომი ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტიდან მიიღო, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, და ერთი წელი ლიონის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში ევროპეისტიკის შესწავლას მიუძღვნა.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ენერგო გეოპოლიტიკას, სამოქალაქო საზოგადოებასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლას, ფართო ფოკუსით სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, ცენტრალურ აზიასა და რუსეთზე.

საშა ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად და ესპანურად საუბრობს.