სტაჟიორები

ნინო ლობჟანიძე

ნინო ლობჟანიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ბაკალავრია.

ვიდრე CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამას“ შემოუერთდებოდა, ნინომ ქოფირაითერად მუშაობის გამოცდილება მიიღო. ის პარალელურად ჩართულია კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციის, „სტუდია გეორგიკას“ პროექტში – „Podcast De Re Publica“, რომლის მიზანია კულტურული იდენტობისა და ქართული სახელმწიფოებრივი აზრის განვითარების დინამიკის შესწავლა-გავრცელება.

მისი კვლევითი ინტერესები კულტურულ და სოციალურ საკითხებს მოიცავს.