ნინო ანჩაბაძე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხს.
CRRC- საქართველოს “ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში” ჩართვამდე, უნივერსიტეტში სწავლისას, მას ჩატარებული აქვს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, საიდანაც ერთ-ერთი დაიბეჭდა სტუდენტურ სამეცნიერო ჟურნალ „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებებში“. ასევე, მოხალისეობრივად ჩართული იყო საერთაშორისო კვლევით პროექტში – „რელიგიურობა, სულიერება და რწმენა, რომელიც ამართლებს ომს“.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებს.