სტაჟიორები

მაიკლ ერიკ ლამბერტი

მაიკლი მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი (DPhil) ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში სორბონის უნივერსიტეტიდან ევროპულ ბიზნეს სკოლასთან (INSEAD, BFC’15D) კოლაბორაციის ფარგლებში. მისი სადოქტორო ნამუშევარი ყურადღებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებზე ამახვილებს.

CRRC-ში საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის დაწყებამდე, მაიკლი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროში მუშაობდა ანალიტიკოსად (OSINT). ასევე მუშაობდა ოტავას უნივერსიტეტსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), სადაც მისი ფოკუსი იყო ინფორმაციის თავისუფლების აქტის ელექტრონული ბიბლიოთეკა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართულობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მაკროეკოენომიკურ ინტელექტსა და ჩინურ ინვესტიციებს სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში.