ქრისტინე ჯინჭველეიშვილი დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრია. მას ასევე მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. როგორც ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის სტიპენდიატი, ქრისტინე სწავლობდა საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში ჩართვამდე, ის აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში და მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე.
ქრისტინეს კვლევითი ინტერესები მოიცავს დემოკრატიზაციას, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.