დე ფაქტო სახელმწიფოები და მათი პატრონები: თეორიის ჩამოყალიბება

“დე ფაქტო სახელმწიფოები და მათი პატრონები: თეორიის ჩამოყალიბება”

ვინსენს კოპეჩეკი, პოლიტიკური და კულტურული გეოგრაფიის დოქტორი, ოსტრავას უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 18:30 საათი, CRRC-საქართველოს ოფისი

ტერმინებს, როგორებიცაა ოკუპაცია, მარიონეტი სახელმწიფო, პროტექცია და ა.შ. ხშირად იყენებენ დე ფაქტო სახელმწიფოებისა და მათი პატრონების ურთიერთობის აღწერისას. თუმცა, ეს ტერმინები უფრო პოლიტიკურია, ვიდრე აკადემიური და უმეტესად დავის მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას გამოხატავს. რეალურად, აკადემიური ლიტერატურა ნაწილობრივ უგულებელყოფს ურთიერთობას ცალკეულ დე ფაქტო სახელმწიფოებსა და მათ პატრონებს შორის. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე ნაშრომი, რასაც შეიძლება, დაეყრდნო. მაგალითად, ბრუბაკერის მიერ ჩამოყალიბებული “დედობილი” სახელმწიფოს ცნება, რომელიც შემდგომში კასპერსენმა განავითარა ბალკანეთის რამდენიმე დე ფაქტო სახელმწიფოს მაგალითზე დაყრდნობით. “დედობილი” სახელმწიფოს ჩარევის ცნება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ურთიერთობის გაანალიზების საფუძველია. ამ ურთიერთობას სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, როგორებიცაა, მაგალითად, თურქეთისა და ჩრდილო კვიპროსის ურთიერთობა, სპეციფიური მახასიათებლები აქვს. ესენია: საერთო ეთნო-კულტურული ჩარჩო, ერთმანეთში აღრეული პოლიტიკური ელიტები და რამდენიმე ფორმალური და ბევრად მეტი არაფორმალური მექანიზმი, რაც ორივე ერთეულს საშუალებას აძლევს, მიაღწიოს პოლიტიკურ გარიგებებს, ასევე მოახდინოს გავლენა ერთმანეთის შიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ვინსენს კოპეჩეკს მიღებული აქვს პოლიტიკური და კულტურული გეოგრაფიის დოქტორის ხარისხი ოსტრავას უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის ფაკულტეტიდან. 2008 წლიდან მოყოლებული იგი ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორია. თავის ნაშრომში კოპეჩეკი ყურადღებას ამახვილებს ეთნიკურ კონფლიქტებზე, დე ფაქტო სახელმწიფოებსა და არაფორმალურ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე სამხრეთ კავკასიაში.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები