გამოვიდა CRRC-ის Data Bites-ის სექტემბრის ნომერი. წაიკითხეთ გასული თვის CRRC-ის ყველაზე პოპულარული ბლოგების, მედიის გაშუქებისა და ახალი კვლევების შესახებ.
სექტემბრის ნომერი მოიცავს პოპულარულ ბლოგებს, რომლებიც საქართველოში ეკლესიის მიმართ ნდობის შემცირებაზე აპელირებს; და ბლოგებს, რომლებიც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებებზე აკეთებს აქცენტს.
კვლევის მეტი შედეგები მალე გახდება საჯარო. CRRC-საქართველო ემზადება, იწყებს ან ასრულებს საველე სამუშაოებს შემდეგი კვლევებისთვის: ახალგაზრდების მოწყვლადობის რუკის კვლევა World Vision Georgia-სთვის, კვლევა სიძულვილის ენაზე ევროპის საბჭოსთვის, კვლევა სასამართლო სისტემასა და მართლმსაჯულებაზე ადამიანის უფლებათა და განათლების მონიტორინგის ცენტრისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან პარტნიორობის ფარგლებში და კვლევა პანკისის ხეობის, აჭარის ეკომიგრანტთა ერთობებისა და საქართველოს სხვა მსგავსი ერთობების შესახებ სხვა მრავალ კვლევათა შორის.