CRRC-ის მესამე ყოველწლიური მეთოდოლოგიური კონფერენცია: ტრანსფორმაციები სამხრეთ კავკასიაში და მის სამეზობლოში

CRRC-ის მესამე ყოველწლიური მეთოდოლოგიური კონფერენცია გაიმართა 26 და 27 ივნისს თბილისში, სასტუმრო რუმსში. 50-ზე მეტი მონაწილეთი და პრეზენტაციებით, ვორქშოფებითა და გამოსვლებით დატვირთული პროგრამით კონფერენციამ შეკრიბა პოლიტიკის პრაქტიკოსები და მკვლევრები სამხრეთ კავკასიიდან და მის ფარგლებს გარეთ.
 
რორი ფიცჯერალდმა, ევროპის სოციალური კვლევის დირექტორმა და ლონდონის სიტის უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა ჩაატარა საინტერესო სემინარი გამოკითხვების გამოწვევებზე ევროპული სოციალური გამოკითხვის (ESS) მაგალითზე დაყრდნობით.

მიიჰაილო მილოვანოვიჩმა, 
ედმონდ ჯ. საფრას ეთიკის ცენტრის ქსელის თანამშრომელმა, წარმოადგინა დასამახსოვრებელი პრეზენტაცია სომხეთის განათლების სისტემაში ეთიკის გაზომვის მეთოდის შესახებ. კვლევამ კორუფცია სომხეთში და განათლების შედეგები ერთმანეთს დაუკავშირა.
ალექსი გუგუშვილი, შვეიცარიის აკადემიური კავკასიის ქსელის (ASCN) მკვლევარი სამხრეთ კავკასიის მეცნიერებაში ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანტონის კოლეჯის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრში, დასკვნითი ძირითადი გამოსვლისას, “ფული ვერ იყიდის სიყვარულს: უცხო მიწის საკუთრების რეჟიმი და დამოკიდებულება საქართველოში”, ამტკიცებდა, რომ მიწის საკუთრების შესახებ ბოლო წლების დებატები საქართველოში წარმოიქმნება „ისეთი ფაქტორების ერთობლიობიდან, როგორებიცაა კომუნისტური მემკვიდრეობა, ისტორიული მეხსიერება, სოფლის ნაციონალიზმი, სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა და უთანასწორობა“. სრული პროგრამა და კონფერენციაზე წარმოდგენილი ზოგიერთი ნაშრომი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გაზიარება

მსგავსი სიახლეები