დღეს, სასტუმრო „Rooms Hotel”-ში გაიმართა CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის – „ბიზნესის დამოკიდებულება საგადასახადო სისტემისადმი საქართველოში“ პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (USAID G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრა გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბ-ნმა ნოდარ ხადურმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ბ-ნმა გიორგი თაბუაშვილმა და USAID G4G-ს ხელმძღვანელმის მოადგილემ, ქ-ნმა ნატალია ბერუაშვილმა. დამსწრეებს კვლევის შედეგები წარუდგინა CRRC-საქართველოს უფროსმა მკვლევარმა – ქ-ნმა ნათია მესტვირიშვილმა, ღონისძიების ბოლოს კი გაიმართა დისკუსია.
საგადასახადო სისტემის კვლევის მიზანი იყო ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემის მიმართ ქართული ბიზნესის დამოკიდებულების შესწავლა. იგი მოიცავს შემდეგ საკვლევ საკითხებს: (1) საქართველოს შემოსავლების სამსახურის მუშაობის შეფასება, (2) მათ მიერ მიწოდებული სერვისების გამოყენების დონე, (3) საგადასახადო ინსპექტირების პრაქტიკა, (4) შემოსავლების სამსახურისა და ბიზნესის თანამშრომლობის სხვა ძირითადი ასპექტების ანალიზი.
კვლევის ანგარიშის ელექტრონული ვერსიის გადმოსატვირთად დააჭირეთ აქ.