განვითარების მენეჯერის მოვალეობაში შედის კვლევითი პროექტებისთვის დაფინანსების მოძიება, კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან და შედეგების ხარისხის უზრუნველყოფა.
დამატებითი ინფორმაცია პოზიციის შესახებ იხილეთ ინგლისურენოვან გვერდზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ საჭირო დოკუმენტები შემდეგ მისამართზე: applications@crrccenters.org.
CRRC-საქართველო განაცხადების განხილვას დაიწყებს 2015 წლის 6 ოქტომბერს.
ორგანიზაციის შესახებ:
CRRC-საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.