CRRC-საქართველოს კვლევითი სემინარების სერია ეთიკის, გამოკითხვების, კვლევითი დაღლილობისა და ინოვაციების შესახებ

მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ 31 ივლისიდან ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ცალკეულ მკვლევარებს კვლევის მეთოდების თანამედროვე გამოყენების სპეციფიკაზე სასაუბროდ.

რა ახალმა ეთიკურმა საკითხებმა იჩინა თავი თანამედროვე მსოფლიოში გამოკითხვების ჩატარებისას? როგორ შევუწყოთ ხელი რესპონდენტთა მონაწილეობას კვლევაში? და ბოლოს, ამ საუბრების მთავარი მიზანია, გავიგოთ იმ მეთოდოლოგიური სიახლეების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ კვლევის მეთოდების გაუმჯობესება. კვლევითი სემინარების სერია მოიცავს შემდეგ სასემინარო საკითხებს:

  • სენსიტიურ გარემოში გამოკითხვის ეთიკური ასპექტები | თამარ ხოშტარია, CRRC-საქართველოს უფროსი მკვლევარი | 31 ივლისი, 17:00 საათი;
  • გამოკითხვის საველე სამუშაოების მენეჯმენტი: გამოწვევები და გადაჭრის გზები | მახარე აჭაიძე,  CRRC-საქართველოს მკვლევარი | 1-ლი აგვისტო, 17:00 საათი;
  • გამოკითხვებიდან მეთოდოლოგიურ ინოვაციებამდე | გიორგი ბაბუნაშვილი,  CRRC-საქართველოს პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი | 2 აგვისტო, 17:00 საათი;

სამივე სემინარი გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე – crrc.georgia@crrccenters.org ან დაგვირეკოთ ნომერზე – (995 32) 250 52 90.

სემინარების სერია ტარდება უფსალას უნივერსიტეტის, CRRC-სომხეთისა და CRRC-საქართველოს მიერ და დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ, პროექტის – “საზოგადოებრივი აზრის კვლევის გადააზრება” – ფარგლებში.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები