CRRC-ის მეორე ყოველწლიური მეთოდოლოგიური კონფერენცია გაიმართა 25 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორმოცდაათზე მეტი დამსწრე და პრეზენტაციების დატვირთული პროგრამით კონფერენციამ შეკრიბა პოლიტიკის პრაქტიკოსები და მკვლევრები სამხრეთ კავკასიიდან და მის ფარგლებს გარეთ.
წელს, პირველად, 24 ივნისს, CRRC-საქართველოს ოფისებში ჩატარდა რამდენიმე წინასაკონფერენციო სემინარი. მაიკლ რობინსმა არაბული ბარომეტრიდან წარმოადგინა შესაბამისობის ტექნიკა, რომელიც მან გამოიყენა არაბული გაზაფხულის შესასწავლად, ხოლო მიხაილ პელეამ გაეროს განვითარების პროგრამის ევროპის ფილიალიდან და დსთ-დან წარმოადგინა შესავალი UNDP-ის სოციალური გარიყულობის ინდექსის მიღმა არსებული მეთოდოლოგიის შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში, შესანიშნავად გაესვა ხაზი სოციალური უთანასწორობის თემებს სამხრეთ კავკასიასა და მის ფართო სამეზობლოში. ასევე მონაწილეებს საშუალება მიეცა, დაფიქრდნენ მეთოდოლოგიური არჩევანის შედეგებზე. გაიმართა აქტიური დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ განვსაზღვროთ და ვიმუშავოთ ფართო თემებზე, როგორებიცაა სოციალური გარიყულობა და უთანასწორობა, და მონაწილეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენეს ეს ცნებები არაბულ სამყაროში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
კონფერენციის მთავარ ნაწილში გეოგრაფიული არე კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცავდა სიღრმისეულ კვლევებს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის, წყლის სუბსიდიებისა და მიგრაციის ფაქტორების შესახებ სომხეთში, ხოლო – განათლების მიღწევების უთანასწორობაზე, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაზე და ოჯახში ძალადობაზე საქართველოში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ მიმოიხილეს ტექნოლოგიურად დაკავშირებული სამყაროს სარგებელი, ვიზუალური სოციოლოგია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მონაცემთა შეგროვება და ვიზუალიზაცია სამხრეთ კავკასიაში.
კვლევების ფართო გეოგრაფიულმა და მეთოდოლოგიურმა ასპექტმა, ისევე როგორც მიღებული ნაშრომების მაღალმა სტანდარტმა, გახადა შესაძლებელი CRRC-ის მეთოდოლოგიური კონფერენციების მეორე ნაწილის ჩატარება. კონფერენციაზე წარმოდგენილი სრული პროგრამა და ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ აქ.