CRRC-მ გამოაქვეყნა 2013 წლის მედია მონიტორინგის პირველი ანგარიში

013 წლის მაისში CRRC-მ დაიწყო მედია მონიტორინგის ახალი ტალღა შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. პროექტს ხორციელდება ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის” ფარგლებში. მონიტორინგი დაიწყო 15 მაისს და გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით. დაკვირვება ხდება საქართველოს ყველაზე ყურებად და სანდო (CRRC-ის 2013 წლის პოლიტიკური განწობების კვლევის მიხედვით) სატელევიზიო არხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე, თუ როგორ შუქდება ამ არხებზე პოლიტიკური პარტიები, მთავრობა, პრეზიდენტი, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესები. ასევე იცავენ თუ არა ტელევიზიები ჟურნალისტურ სტანდარტებს და ეთიკას.  მონიტორინგი კეთდება შემდეგ არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი და აჭარის ტელევიზია. მონიტორინგი მოიცავს როგორც რაოდენობრივ ისე თვისებრივ კომპონენტებს: მონიტორინგის თითოეულ სუბიექტისთვის დათმობილი დრო, დათმობილი დროიდან პირდაპირი და ირიბი საუბრის განაწილება, გაშუქების ტონი, მიკერძოებული გაშუქება, მუსიკითა და კადრებით მანიპულირების შემთხვევები და ა.შ.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები