სიახლეები

CRRC-საქართველო, ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ: პოდკასტის პროექტის „The Land in Between“ პრეზენტაცია ვიქტორ სვეზი
The UN Women 2024 survey shows that while Georgians strongly support equal access to higher education and equal pay for women and men, many still believe women should prioritize family care over pursuing a career. These attitudes are especially strong…
CRRC-საქართველომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობისთვის.“ პროექტის ფარგლებში 10–12 სექტემბერს CRRC-საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი სოციალური კვლევის მეთოდების შესახებ, რომელშიც 39-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის კონკურსის საფუძველზე შეირჩა 4 მონაწილე, რომლებმაც CRRC-საქართველოს მენტორობის ფარგლებში, მათთვის საინტერესო საკითხებზე, კავკასიის ბარომეტრის მონაცემების გამოყენებით ბლოგები მოამზადეს.
„დღეს რას მომიფიქრებენ?“ – ამ კითხვით იწყება არაერთი ქართველი ქალი აქტივისტის დილა. ეს აღარ არის მხოლოდ შიში კონკრეტული თავდასხმის ან შეურაცხყოფის გამო; ეს არის მუდმივი მოლოდინი იმისა, რომ ზეწოლის ახალი ფორმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს. ბოლო წლებში საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა გარემომ ქალი უფლებადამცველები და აქტივისტები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დააყენა.
ბლოგი ეფუძნება 2025 წლის კვლევას „უფლებადამცველი და აქტივისტი ქალების გამოწვევები საქართველოში“ და მიმოიხილავს ქალ უფლებადამცველებზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმებს 2023 წლის თებერვლიდან („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებიდან) 2025 წლის სექტემბრამდე. კვლევა აჩვენებს, რომ ორგანიზაციების დასუსტების და სამოქალაქო სივრციდან განდევნის გარდა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ქალ უფლებადამცველებს უწევთ ინდივიდუალურ ზეწოლასთან გამკლავებაც.
დემოკრატიულ სახელმწიფოებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთ ძირითად სოციალურ და სამართლებრივ პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები, ხაზს უსვამენ მომხმარებლის ინფორმირების, განათლებისა და დაცვის ინსტიტუციური გარანტიების მნიშვნელობას. მომხმარებლის ინტერესების დაცვა, ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება ის კომპონენტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტის მოხმარებას. საქართველოში, ქალ მომხმარებელთა ცნობიერების საკვლევად გამოკითხვა ჩატარდა იმერეთში 220 მომხმარებელ ქალთან. ამ ბლოგში წარმოდგენილია ამ გამოკითხვის ძირითადი მიგნებები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საპენსიო ასაკს მიღწეული ქალების მხარდაჭერის სისტემებისა და საჭიროებების შესწავლამ ნათლად აჩვენა, რომ 60+ ასაკის ქალები სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან. ეს სირთულეები ხშირად უხილავია და იშვიათად ხვდება საჯარო განხილვის ცენტრში, თუმცა, პირდაპირ და მტკივნეულად აისახება ამ ქალების ყოველდღიურ ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე. კვლევა აჩვენებს, რომ ქალების გამოცდილება ერთ კონკრეტულ პრობლემას არ უკავშირდება. სოციალური ურთიერთობები, ჯანდაცვაზე წვდომა და ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ერთიან სისტემურ სურათს ქმნის.
ძალადობისგან დაცვა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ეს უფლება სხვა უფლებების რეალიზების წინაპირობას წარმოადგენს – უსაფრთხოების, ღირსეული ცხოვრების და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობას. თუმცა, საქართველოში შშმ ქალებისთვის ძალადობისგან თავის დაღწევა კვლავაც რთულ და ხშირად თითქმის შეუძლებელ ამოცანად რჩება. ამის მიზეზი არა მხოლოდ ინდივიდუალური გარემოებები, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირებაა.