CRRC პოდკასტი

“CRRC პოდკასტი” CRRC-საქართველოს პოდკასტების სერიაა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს Spotify-სა და YouTube-ის გვერდებზე! პოდკასტებში განვიხილავთ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ აქტუალურ თემებს მონაცემებზე დაფუძნებული, კრიტიკული ანალიზის მეშვეობით.

2022 და 2023 წლებში, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ Facebook-ზე დასავლეთის წინააღმდეგ რიტორიკას აძლიერებდა. CRRC-საქართველოსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევებზე დაყრდნობით, ეს ეპიზოდი იკვლევს, როგორ წარმოიშვა, განვითარდა და გავრცელდა ეს ნარატივი ისე, რომ ნდობასთან დაკავშირებული შეთქმულებებიდან დასავლეთის ოფიციალური პირებისა და ინსტიტუტების ღია შეტევებამდე გარდაიქმნა. ეპიზოდში მსმენელები გაიგებენ, თუ როგორ გახდა კონცეფციები, როგორებიცაა „აგენტოკრატია“, „გლობალური ომის პარტია“ და „ღირსეულად ევროპისკენ“, „ქართული ოცნების“ რეჟიმის მთავარ გზავნილებში ისე, რომ დასავლეთს მორალურად კორუმპირებულად და ქვეყნის ომში ჩათრევის მოსურნედ წარმოაჩენს. ჩვენ ვაკვირდებით მთავარ ეტაპებს, აქტორებსა და ონლაინ ეკოსისტემებს, რომლებმაც წაახალისეს ანტი-დასავლური დისკურსი საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მაჩვენებელი მაღალია – იგი კერძო სექტორის თანამშრომლების თითქმის მეოთხედსა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლების მესამედს გამოუცდია – დახმარების ფორმალური გზებისთვის მიმართვის მაჩვენებელი დაბალია. CRRC-საქართველოს პოდკასტის ამ ეპიზოდში ვცდილობთ, გავარკვიოთ, თუ რა არის ამის მიზეზი.
CRRC Podcast-ის ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია – არიან თუ არა ახალგაზრდები საქართველოში უფრო პოლიტიკურად აქტიურები უფროს თაობებთან შედარებით? თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციებში ახალგზარდები გამოდიან საჯაროდ, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის ძალადობას და ითხოვენ დემოკრატიულ რეფორმებს. მაგრამ, არის თუ არა ქუჩებში მათი ასეთი აქტიურობა ღრმა პოლიტიკური ჩართულობის რეალური გამოძახილი?
CRRC-საქართველოს პოდკასტის პირველი ქართულენოვანი ეპიზოდი – მტერი თუ მოყვარე? დამოკიდებულებები რუსი მიგრანტების მიმართ საქართველოში!
2008 წელს რუსეთის მიერ საქათველოში შეჭრიდან დაახლოებით 17 წლის თავზე, ამ ეპიზოდში განვიხილავთ, დააცხრო თუ გაამძაფრა დრომ ემოციები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. CRRC-საქართველოს 2024 წლის კვლევის საფუძველზე, რომელიც თითქმის 2,000 რესპონდენტს მოიცავდა, ვიგებთ, თუ როგორ აფასებენ ქართველები შერიგების პერსპექტივებს, სოციალურ კავშირებს კონფლიქტურ ზონებს შორის და კრიზისის მოგვარების შესაძლო გზებს.
საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარს აქვს სესხი, ხოლო ყოველ მეხუთეს უჭირს გადასახადის გადახდა. არის თუ არა სესხები აზარტული თამაშების კიდევ ერთი ფორმა?
CRRC–საქართველოს პოდკასტის ამ ეპიზოდში განვიხილავთ გასაოცარ სხვაობას ქართველების პირად შეხედულებებსა და იმას შორის, რასაც ისინი ფიქრობენ მათი საზოგადოების რწმენებზე გენდერული თანასწორობის მიმართ. დისკუსია ეყრდნობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და CRRC–საქართველოს მიერ 2024 წელს ჩატარებულ გენდერული თანასწორობის შეხედულებების კვლევის შედეგებს. დისკუსია გვიჩვენებს, რომ ქართველები ხშირად არასწორად აფასებენ თავიანთი საზოგადოების პროგრესულ მიდგომებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქორწინება, დასაქმება, ლიდერობა და მემკვიდრეობა. ამავდროულად, ტრადიციული შეხედულებები მაინც მტკიცედ ნარჩუნდება ოჯახურ როლებსა და ქალის სექსუალობასთან დაკავშირებულ თემებზე. ამ შეუსაბამობების ფონზე ვსვამთ კითხვას: რამდენად კონსერვატორები არიან ქართველები სინამდვილეში?
ამ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ IREX საქართველოსა და CRRC-საქართველოს მკვლევარების, ზაქარი ფაბოსისა და მახარე აჭაიძის ანგარიშს – „მედიის მოხმარების კვლევა საქართველოში 2024“ – რომელიც ისტორიულ ცვლილებას ავლენს: ახლა უფრო მეტი ადამიანი ახალ ამბებს სოციალური მედიისა და მიმოწერის აპლიკაციებიდან იღებს, ვიდრე ტელევიზიიდან. ჩვენ განვიხილავთ თაობათაშორის განსხვავებებს, პლატფორმის პრეფერენციებს, რეგიონულ და ენობრივ განსხვავებებს და იმას, თუ როგორ აყალიბებს მედიისადმი ნდობა, ან მისი ნაკლებობა, საინფორმაციო ჩართულობას. Facebook-ის დომინირებიდან TikTok-ის აღზევებამდე, აპლიკაციების პასიური მოხმარებიდან პოდკასტებამდე, ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ მოიხმარენ, აზიარებენ და აღიქვამენ დღეს ქართველები ახალ ამბებს და რას ნიშნავს ეს ქვეყნის მედია ლანდშაფტისთვის.
12