2025 წლის აგვისტოში CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული სატელეფონო კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ პროდასავლურადაა განწყობილი და ევროკავშირში გაწევრიანებას ფართო მხარდაჭერა აქვს. საზოგადოება თანხმდება, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება ხალხისთვის საზიანო იქნება. ამავე დროს, თუ უვიზო რეჟიმი მართლაც შეჩერდება, მოსახლეობის ნახევარზე მეტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
