2017 წლის მარტში, თითქმის 5-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამოქმედდა ვიზა ლიბერალიზაციის შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა ელიტებმა ეს საკითხი საქართველოში წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩათვალეს, საზოგადოებაში ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ დამოკიდებულებები და მოლოდინები ცალმხრივად პოზიტიური არ არის.
