პირველადი განაცხადების მიღება დაიწყო: CRRC-ის მეთოდების მე-6 ყოველწლიური კონფერენცია – როგორ შეუძლია მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ურბანულ პოლიტიკას ქალაქები ინკლუზიური, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი გახადოს

აბსტრაქტებისა და უორქშოფების შესახებ განცხადებების მიღება იწყება!

CRRC-ის მეთოდების მე-6 ყოველწლიური კონფერენცია: როგორ შეუძლია მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ურბანულ პოლიტიკას ქალაქები ინკლუზიური, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი გახადოს

თბილისი, 22 ივნისი, 2018

CRRC-ის მეთოდების მე-6 ყოველწლიური კონფერენციის – „როგორ შეუძლია მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ურბანულ პოლიტიკას ქალაქები ინკლუზიური, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი გახადოს“ – მიზანია ურბანულ პოლიტიკაში ემპირიული კვლევის როლის განხილვა, რათა ქალაქები ინკლუზიური, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი გახდეს. ხშირად ურბანული პოლიტიკა წარუმატებელია, რადგან ხელისუფლება და პოლიტიკის შემქმნელები თანაბრად უარყოფენ ემპირიული მტკიცებულებების როლს. მართლაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ურბანული პოლიტიკა შეიძლება არ განიხილებოდეს და არც უნდა განიხილებოდეს თანამედროვე ქალაქების პრობლემების გადამჭრელ ერთადერთ საშუალებად. თუმცა, ემპირიული მტკიცებულებების ჩართვამ პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეუძლია უკეთესი წარმოდგენა შეუქმნას გადაწყვეტილების მიმღებ პირებს იმ საზოგადოებრივი, ტექნოლოგიური და პოლიტიკური გამოწვევების შესახებ, რაც თანამედროვე ქალაქებში მატერიალიზდება.

კონფერენცია თავს მოუყრის ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებს იმ ინოვაციურ პრაქტიკებზე სამსჯელოდ, რაც ემპირიულ კვლევასა და ურბანული საკითხების ემპირიულად შესწავლაში მათ როლს უკავშირდება. ჩვენ მივესალმებით ისეთ ნაშრომებს, რომლებიც ურბანული კვლევის სხვადასხვა ასპექტს მიმოიხილავს. უპირატესობა მიენიჭება ისეთ პოტენციურ პრეზენტატორებს, რომლებიც ურბანული საკითხების ემპირიულად კვლევაში ინოვაციურ მიდგომებს გამოიყენებენ. პრეზენტატორებისგან მოელიან, რომ ისინი ურბანულ არეალებში პოლიტიკის შემუშავების შესწავლის პროცესში ხაზს გაუსვამენ რაოდენობრივ და/ან თვისებრივ მეთოდებს, პოლიტიკის შედეგების ანალიზს ან კონკრეტული პოლიტიკის გავლენის შეფასებას. მაღალი ხარისხის დისკუსიისა და პრეზენტატორებისთვის უკუკავშირის მისაღწევად, მიიღება ნაშრომების შეზღუდული რაოდენობა.

უორკშოფები: კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება პარალელური უორკშოფები, რომლებიც პოლიტიკაზე ორიენტირებული სოციალური მეცნიერების კვლევისთვის ინოვაციურ მეთოდებს განიხილავს. CRRC მიესალმება პირველად წინადადებებს უორკშოფებისთვის ექსპერიმენტული და კვაზი-ექსპერიმენტული კვლევის დიზაინის, მონაცემთა დაკარგვის პრობლემის, მონაცემთა ვიზუალური წარმოდგენისა და სხვა რელევანტური კვლევის მეთოდებისა და ინსტრუმენტების შესახებ.

კონფერენციის ენა – ინგლისური.

განცხადების შემოტანა:

აბსტრაქტი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 500 სიტყვისგან და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს:

ნაშრომის სათაური;

სამი-ხუთი საკვანძო სიტყვა;

ძირითადი ავტორის სახელი, წოდება, კუთვნილება, მისამართი, ტელეფონი და ელფოსტის მისამართი;

თანაავტორების სახელები და კუთვნილებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

უორკშოფისთვის აპლიკაციის წარდგენისთვის, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV და სავარაუდო მონახაზი შემდეგ მისამართზე: applications@crrccenters.org 2018 წლის 18 მარტამდე.

მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსტრაქტებისა და უორქშოფისთვის განცხადების წარდგენა – 18 მარტი, 2018

წინასწარი დასტური – 6 აპრილი, 2018

დასრულებული ნაშრომისა და უორქშოფისთვის პრეზენტაციის წარდგენა – 8 მაისი, 2018

საბოლოო დასტური – 25 მაისი, 2018

ფინანსური დახმარება: CRRC უზრუნველყოფს სამ ღამემდე საცხოვრებლით იმ მონაწილეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში, ხოლო კონფერენციის ყველა მონაწილეს – ხემსითა და სადილით. სახმელეთო ტრანსპორტი მოემსახურება სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ყველა მონაწილეს. ავიაფრენები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული მონაწილეებისთვის არ დაფინანსდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CRRC მგზავრობისა და საცხოვრებლის დასაფინანსებლად სტიპენდიით უზრუნველყოფს შეზღუდული რაოდენობის ასპირანტებსა და ახალბედა მკვლევრებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიღმა იმყოფებიან და კონფერენციაზე დასასწრებად ფინანსურ დახმარებას საჭიროებენ. სტიპენდიები გაიცემა წარმოდგენილი ნაშრომების ხარისხისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით. ამასთანავე, CRRC საერთაშორისო მკვლევრებს სხვა წყაროებიდან მგზავრობის დაფინანსების მოპოვებისკენ მოუწოდებს. CRRC დაფარავს ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯებს უორქშოფის იმ ლიდერებისთვის, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები