თუ თქვენ ხართ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და გაინტერესებთ გენდერული სტატისტიკა, კვლევა და ანალიზი, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა.
CRRC-საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) ერთად, 23-დან 27 აპრილის ჩათვლით მართავს 5 დღიან ტრენინგს საქართველოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც გენდერული თანასწორობის და ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობენ.
ამ ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას კვლევის და ანალიზის კუთხით და მისცეს მათ საშუალება იკვლიონ გენდერული თანასწორობის სვადასხვა ასპექტები.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 16 მარტი, 2025.