COVID-19

It’s been over a year since the first coronavirus case was recorded in Georgia, and attitudes towards the pandemic have continued to change. CRRC Georgia’s Omnibus survey has tracked attitudes towards the COVID-19 pandemic since April 2020. Data from…
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო უკვე ორი სახის ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი, საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რატომ არიან ქართველები ასე სკეპტიკურად განწყობილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ? კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის მიმართ მზაობა 2020 წლის ივნისსა და დეკემბერშიც არ იყო მაღალი, თუმცა, სავარაუდოდ, ეჭვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით უფრო გაიზრდებოდა მას შემდეგ, რაც 18 მარტს კორონავირუსის წინააღმდეგ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის შემდეგ მცირე ხანში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.  CRRC/NDI-ის 2021 წლის თებერვლის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ შემთხვევამდეც კი, თებერვალში, ქართველების მხოლოდ მესამედი გამოხატავდა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის მიმართ მზაობას და თავშეკავების მთავარ მიზეზად ვაქცინის ხარისხს ასახელებდა.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაცია ვირუსის კონტროლის ერთადერთი ეფექტური ხერხია. ამასთან, მოსახლეობის ვაქცინებისადმი უნდობლობამ, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდა, მასობრივი აცრების მცდელობებს შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს. საქართველოს შესახებ უახლესი მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებადაა დაინტერესებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით.
With the pandemic still raging and accompanying economic restrictions still in force, Georgians are unsurprisingly pessimistic about their economic future. This holds true especially for supporters of the opposition United National Movement Party, above all other party supporters. COVID-19…
თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. მას შემდეგ, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 260,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 3,300-ზე მეტი ფატალურად დასრულდა. მნიშვნელოვნად იზარალა საქართველოს ეკონომიკამაც, რომელიც 2020 წელს 1994 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა.  შესაბამისად, საინტერესოა, რამდენად წარმატებულად აფასებს მოსახლეობა საქართველოს მიერ პანდემიასთან გამკლავებას?
კორონა ვირუსის პანდემიამ აშკარად დააზიანა ხალხის ჯანმრთელობა.თუმცა, კავკასიის ბარომეტრის კვლევის ახალი მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კარგად აფასებენ, ვიდრე წინა წლების გამოკითხვებში. 2019 წელს მოსახლეობის მხოლოდ 35% აფასებდა თავის ჯანმრთელობას კარგად. გასულ წლებში, ეს მაჩვენებელი იცვლებოდა, თუმცა, ყველაზე დიდი ცვლილება 2013-2014 წლებში მოხდა, როდესაც ეს მაჩვენებელი 41%-დან 30%-მდე შემცირდა. ამის საპირისპიროდ, 2019 და 2020 წლების გამოკითხვებს თუ შევადარებთ, ადამიანების წილი, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას კარგად აფასებს, თითქმის გაორმაგდა – 35%-დან 65%-მდე გაიზარდა.
Since the pandemic hit Georgia in February, the Georgian government has taken several measures to raise awareness about it. But are the public actually well informed? Since March 2020, the Georgian Government has been conducting large scale information campaigns through traditional…
In Georgia, it would appear that informing people that others are acting responsibly in the pandemic could in fact lead to the opposite behaviour. Communications have been critical to attempts to prevent the spread of COVID-19 globally, and it…