კონფლიქტი

2015 წლის 18 ივნისს თბილისში შეკრებილმა ათასობით ქართველმა გააპროტესტა რუსეთის „მცოცავი ოკუპაცია“ მას მერე, რაც სამხრეთ ოსეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა კვლავ დაიწყეს საზღვრის გავლება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ. სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კონფლიქტები, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ნელი მოქმედების ნაღმებს, არასტაბილურობის მთავარი წყაროა სამხრეთ კავკასიაში.