2019 წლის 23 თებერვალს „რუსთავი 2“-ზე გავიდა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების საგამოძიებო ფილმი „8 წელი სამართლის ძიებაში“. ფილმი შეეხებოდა „საქართველოს რკინიგზის“ მიერ რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს მოქალაქეებისგან შეძენილ მიწებში არასამართლიანი საფასურის გადახდას და ამ საკითხზე სასამართლო დავას. 2019 წლის 7-15 მარტს, CRRC საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, რათა გაერკვია, უყურა თუ არა საქართველოს მოსახლეობამ ფილმს და რა დამოკიდებულებები აქვთ ფილმში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. გამოკითხვა შეიცავდა კითხვებს, რომლებიც ზომავდა მოსახლეობის დამოკიდებულებას პროკურატურის მიმართ. მიღებული შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ გაყოფილია…
მართლმსაჯულება
აქამდე გამოქვეყნებულ რამდენიმე ბლოგპოსტში („საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ“ და „პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია“) ჩანს, თუ რამდენადაა გაყოფილი მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოს პროკურატურის მიმართ. 2019 წლის მარტში ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” ფარგლებში განხორციელდა, CRRC-საქართველომ გამოკითხვის ექპერიმენტი გამოიყენა, რათა გაეგო, რა შემთხვევებში ენდობა ან არ ენდობა საქართველოს მოსახლეობა პროკურატურას.
2019 წლის 19 იანვარს, „რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა.
2018 წლის 3 ნოემბერს რუსთავი 2-ზე გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“, რომელიც საქართველოს პროკურატურაში შეჩერებულ გამოძიებას ეხებოდა. ფილმი ხაზს უსვამდა პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ ბრალდებებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, უძრავი ქონების ჩამორთმევასა და კერძო პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება…
2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ბლოგი აჩვენებს, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს მოქალაქეები სასამართლოს გამჭვირვალობას და ამისთვის იყენებს CRRC-ის 2014 წლის გამოკითხვას „მართლმსაჯულების სისტემისადმი დამოკიდებულება საქართველოში, 2014“