ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტთან (UCB) არსებული სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევევის ინსტიტუტი (ISEEES), ევროპის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (EHU) არსებულ უმაღლესი სწავლების და განათლების ცენტრთან (CASE) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) თანამშრომლობით იწვევს სოციალურ მეცნიერებებისა და ისტორიის სფეროში მომუშავე მეცნიერებს აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან დაესწრონ ორკვირიან სემინარს (workshop-ს) ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში 2013 წლის 31 მარტიდან 13 აპრილამდე. სამუშაო შეხვედრა დაფინანსებულია ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტით.
ოთხი მეცნიერი („კარნეგის სტიპენდიანტები“) გაემგზავრება ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში ლიტერატურის, თეორიული მიდგომების და კვლევის მეთოდების ინტენსიური მიმოხილვისთვის. ყოველი სტიპენდიანტი იმუშავებს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ერთ წარმომადგენელთან და ერთ მაგისტრანტ სტუდენტთან. პროექტის მიზანია საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სილაბუსების და სასწავლო მასალების შემუშავება, კვლევის და სწავლების ინოვაციური ტექნიკების და ტექნოლოგიების შესწავლა და გამოკითხვის მომზადება, რომელსაც გამოიყენებენ კარნეგის სხვა სტიპენდიანტები და მეცნიერები რეგიონიდან. სამუშაო შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ფრენის, სასტუმროს და კვების ხარჯებს დაფარავს სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტი (ISEEES). ამას გარდა, ინსტიტუტი თითოეულ სტიპენდიანტს დაუფარავს, ან აუნაზღაურებს სასწავლო მასალების შეძენასთან, კოპირებასა ან ფოსტით გაგზავნასთან დაკავშირებულ ხარჯებს (დაახლოებით 600$-მდე ფარგლებში). ინსტიტუტი უზრუნველყოფს სტიპენდიანტებს წერილობითი მოწვევით, თუმცა მათ თვითონ უნდა იზრუნონ აშშ-ს ვიზის მიღებასა და ვიზის საფასურის გადახდაზე.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეებს.
- მეცნიერებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს ან მის ეკვივალენტს.
- მეცნიერებს, რომლებსაც აქვთ ინგლისურ ენაში წერითი და სამეტყველო უნარების ის დონე, რომელიც საკმარისია დამოუკიდებელი კვლევის ჩასატარებლად და მეცნიერულ დებატებში მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადინოთ:
- შევსებული აპლიკაციის ფორმა. აპლიკაციის ფორმები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://iseees.berkeley.edu/case-crrc#app. ვებგვერდზე ასევე არის დეტალური ინფორმაცია სამუშაო შეხვედრის მიზნებსა და სტრუქტურაზე. აპლიკანტები სრულად უნდა გაეცნონ პროგრამის აღწერილობას, რათა დარწმუნდნენ, რომ პროგრამის მოთხოვნები და სტრუქტურა მათთვის შესაფერისია.
- სამოტივაციო წერილი, არაუმეტეს სამი გვერდისა, რომელშიც მითითებული იქნება აპლიკანტის მიმართულების თემა და კურსის სილაბუსი ან სილაბუსები, რომელთა შემუშავებასაც აპლიკანტი აპირებს ბერკლიში.
- სამეცნიერო კვლევის ნიმუში ინგლისურად, არაუმეტეს ხუთი გვერდისა.
- სრული CV, პუბლიკაციების ჩამონათვალით.
აპლიკაციები ბელორუსიიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან უნდა გაიგზავნოს ოლგა ბრესკაიასთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე olga.breskaya@ehu.lt.
აპლიკაციები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან უნდა გაიგზავნოს მისამართზე applications@crrccenters.org. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 1 თებერვალი.