წელი: 2025
ავტორები: ლია ჩხეტიანი, მონაცემთა შეგროვების მენეჯერი; თინათინ ბანძელაძე, მკვლევარი
ანგარიში შეისწავლის იმ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს მოქალაქეების მდგრადობასა ან მოწყვლადობას დეზინფორმაციის მიმართ. კვლევის ფოკუსშია მედიაწიგნიერება, პოლიტიკური პოლარიზაცია, პარტიული იდენტიფიკაცია და კონსპირაციული აზროვნება. ნაშრომის მიზანია დაადგინოს, თუ როგორ მოქმედებს ფსიქოლოგიური, პოლიტიკური და სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები მანიპულაციური ნარატივების აღქმასა და მათ მიმართ მდგრადობაზე ქართულ საინფორმაციო სივრცეში.
კვლევა ეყრდნობა 2025 წელს ჩატარებულ მასშტაბურ სატელეფონო და პირისპირ გამოკითხვებს, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო როგორც ქართულენოვანმა მოსახლეობამ, ისე ეთნიკურმა უმცირესობებმა. შერჩევისას გამოყენებულ იქნა ალბათური და სტრატიფიცირებული მეთოდები. მონაცემები გაანალიზდა აღწერითი სტატისტიკისა და ბინარული ლოგისტიკური რეგრესიის მოდელების მეშვეობით. მოწყვლადობის ხარისხი კი ისეთი ინდიკატორებით შეფასდა, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის მიმართ ეჭვი, ფაქტების გადამოწმების პრაქტიკა, პოლიტიკური ცნობიერება და პრო/ანტიდასავლური ნარატივებისადმი რწმენა.
ანგარიში მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.











