ანალიტიკოსის ვაკანსია CRRC-ში

CRRC-საქართველო ეძებს ანალიტიკოსს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს CRRC-საქართველოს კვლევითი პროდუქტების დაგეგმვაში, განხორციელებასა და ანალიზში. ესაა სრულგანაკვეთიანი სამუშაო, რომელიც კვირაში 40 საათს მოიცავს და მინიმუმ ორი წლის თანამშრომლობას მოიაზრებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემთა ანალიზი და ანგარიშების წერა ორგანიზაციის კვლევითი პროექტებისთვის;
  • ორგანიზაციის საკომუნიკაციო აქტივობებში მონაწილეობა, მათ შორის ბლოგებისა და სტატიების წერა, ასევე კვლევის შედეგების პრეზენტაცია;
  • კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა, მათ შორის: ინტერვიუერების ტრენინგი, საველე სამუშაოების კონტროლი, მონაცემთა შეგროვების დოკუმენტაცია და მონაცემების მართვა;
  • ტრენინგების ჩატარება სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდებში. 


საჭირო კვალიფიკაცია:

  • სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციების ბრწყინვალე ცოდნა;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდების ბრყინვალე ცოდნა და კვლევის რაოდენობრივი ან/და თვისებრივი მეთოდების კომპეტენცია (სასურველია, ორივე);
  • კვლევის ახალი მეთოდების სწავლისა და გამოყენების მოტივაცია;
  • სხვა მკვლევრებთან ერთად პატარა ჯგუფებში მუშაობის სურვილი;
  • ინგლისური ენის მაღალი ცოდნა, ბრწყინვალე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • ქართულ ენაზე წერისა და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები.



მოთხოვნები: 

  • მაგისტრის ან უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, განათლების ან სოციალური მეცნიერების სხვა სფეროში; 
  • მონაცემების სტატისტიკური ანალიზის პროგრამების და/ან მონაცემების თვისებრივი ანალიზის პროგრამების ცოდნა (მაგ.: R; Stata; SPSS; Python; ან CAQDAS პროგრამები, როგორებიცაა NVIVO, MaxQDA);
  • მინიმუმ სამი წლის გამოცდილება სოციალური მეცნიერებების სფეროს კვლევებში.



აპლიკაციის პროცესი:
 

2019 წლის 12 აპრილამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV, სამოტივაციო წერილი და თქვენი ნაწერის ნიმუში ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: applications@crrccenters.org. სამოტივაციო წერილში ხაზი გაუსვით კვლევით პროექტებს, რაშიც მონაწილეობა მიგიღიათ და თქვენს მიმდინარე კვლევით საქმიანობას.

შერჩეული კანდიდატები ჩაატარებენ პრეზენტაციას CRRC-საქართველოში მათი მიმდინარე, დასრულებული ან დაგეგმილი კვლევის შესახებ.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები