პროექტ ENIGMMA-ს ფარგლებში ცხადდება კვლევითი ნაშრომების კონკურსი ინდივიდუალური მკვლევარებისათბის ან მკვლევართა ჯგუფისათვის (დოქტორანტების, აკადემიის წევრებისათვის და ა.შ.) მიგრაციის პოლიტიკის ანალიზისთვის, რომელიც საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებას ეხება.
კვლევა შეიძლება იყოს შემდეგ საკითხებზე:
- მიგრანტების ინტეგრაცია;
- ემიგრაციის პოლიტიკის განვითარება;
- დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაცია;
- მიგრაცია და განვითარება საქართველოში;
- განათლების ინტერნაციონალიზაცია;
- ცირკულარული მიგრაციის პოტენციალი საქართველოში;
- საზოგადოებრივი განწყობა იმიგრანტების და ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების მიმართ;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ქართულ ბაზარზე;
ანალიზის შედეგად განვითარებული დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე (5 000 სიტყვის მოცულობის); ნაშრომი ასევე უნდა მოიცავდეს მოკლე შეჯამებას ინგლისურ ენაზე.
ამ აქტივობისათვის პროექტი ENIGMMA აცხადებს მოკლევადიან ვაკანსიას მიგრაციის პოლიტიკის კვლევის ექსპერტისათვის.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით შემდეგ ბმულს.
აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 ივლისი.