24 და 25 ივნისს, CRRC-ს ორგანიზებით ტარდება მეოთხე კონფერენცია – კვლევები განვითარების ხელშესაწყობად სამხრეთ კავკასიაში: ინოვაციური მეთოდოლოგიების განხილვა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური საკითხების საკვლევად არსებული მიდგომების გაზიარება. ღონისძიებაზე განხილული იქნება კვლევების ახლებული მეთოდები, რომელიც ხელს უწყობს ემპირიული სოციალური კვლევების ჩატარებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში სოციალური კვლევების განვითარების კუთხით მუშაობენ. მონაწილეები წარადგენენ თავიანთ კვლევით ნაშრომებს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ჩაატარებენ სამუშაო განხილვებს ინოვაციური კვლევითი მიდგომების შესახებ.
ღონისძიების შესახებ სრული ინფორმაციისა და დეტალური პროგრამის ნახვა შესაძლებელია აქ.