თბილისი – ორშაბათს, 11 აპრილს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, მ. კოსტავას 14.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
შენიშვნა: პრეზენტაციაზე მხოლოდ მედია საშუალებები არიან მოწვეული.
საკონტაქტო პირი:
პროგრამის ოფიცერი
დიანა ჩაჩუა
+995 577 77 96 39
dchachua@ndi.org