CRRC საქართველოს პასუხი მეცხრე არხის განცხადებაზე

CRRC საქართველო პასუხობს მეცხრე არხის მიერ 24 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით.


ტელეკონპანია „მეცხრე არხის“საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელსბატონ იმედა დარსალიასბატონო იმედა, მადლობა წერილისათვის და თქვენი დაინტერესებისათვის CRRC–ის მედია მონიტორინგის შედეგებით.  როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენს მიმოწერაში (8 ივლისს), CRRC ახორციელებს წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში. მონიტორინგი მოიცავს პერიოდს 15 მაისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით. ამ პროექტის ფარგლებში დაკვირვება ხდება 7 სატელევიზიო არხის მხოლოდ საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე. შესაბამისად, ანგარიშში მოცემული დაკვირვებები და შეფასებები ეხება მხოლოდ ამ პერიოდში გასულ ინფორმაციას. მკითხველი რომ შეცდომაში არ შევიდეს, ეს ანგარიშში არაერთხელ არის ხაზგასმული, მათ შორის, თქვენს მიერ მითითებულ მონაკვეთშიც. როგორც ჩვენს ანგარიშშია ასახული და თქვენი წერილიც ადასტურებს, თქვენი არხის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში არც  ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი გაშუქებულა და არც  პრეზიდენტის განცხადება და კომენტარი ავღანეთში ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ ანგარიშში შესწორების შეტანის საფუძველს, რამდენადაც ანგარიშში ასახულია პრაიმტაიმის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული ინფორმაციის რეალური სურათი. პატივისცემით,კობა თურმანიძეპრეზიდენტი    


მეცხრე არხის მიერ გამოქვეყნებული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თანდართული ფაილები:

გაზიარება

მსგავსი სიახლეები