სტაჟიორები

თამარ ჩხაიძე

თამუნა ჩხაიძე ფლობს ბაკალავრის  ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი სპეციალობით ფსიქოლოგიაში. ამჟამად სწავლობს ამავე ფაკულტეტის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე – ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია.

CRRC-საქართველოს „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში“ ჩართვამდე, თამუნა მონაწილეობდა შვეიცარიის აკადემიური ქსელის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტში, რომლის მიზანი იყო  ქართველი ახალგაზრდების ეროვნული და რელიგიური შეხედულებების შესწავლა და  ასრულებდა ფოკუს-ჯგუფების მოდერატორის მოვალეობას  USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) დაფინანსებით განხორციელებულ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედურ შეფასებით კვლევაში.  ასევე, მონაწილეობა მიიღო აუტისტური სპექტრის დარღვევების სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის ქართულ პოპულაციაზე ადაპტაცია-ნორმირების მიზნით თბილისის მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში და იყო პრაქტიკანტი მაკლეინის ასოციაციაში (McLain Association for Children (MAC).
ის ასევე მონაწილეობდა „Youth in Action Program“-ში, რომელიც ჩატარდა მასარიკის უნივერსიტეტში, ბრნოში, ჩეხეთში.

მისი ძირითადი კვლევითი ინტერესია  ადამიანის არსებობის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა კულტურათა მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის შესწავლა.