
კურსის აღწერა
კურსი მოიცავს მონაცემთა ვიზუალიზაციის ძირითად თეორიულ პრინციპებსა და პრაქტიკულ ნაწილს. კურსის მიზანია, ასწავლოს მონაწილეებს, როგორ გარდაქმნან მონაცემები ეფექტურ ვიზუალურ გამოსახულებად ისე, რომ ინფორმაცია მკაფიო, გასაგები და დამაჯერებელი იყოს.
კურსის მონაწილეები გაეცნობიან ვიზუალური აღქმის ძირითად პრინციპებს, ფერების არჩევის წესებს, მონაცემთა ვიზუალიზაციის ძირითად ხერხებს და გაარჩევენ მონაცემთა კარგი და ცუდი ვიზუალიზაციის მაგალითებს.
კურსი აერთიანებს თეორიულ ნაწილსა და პრაქტიკულ სამუშაოს. კურსის მონაწილეები იმუშავებენ რეალურ მონაცემებზე, თავად მოამზადებენ ცხრილებს და ააგებენ დიაგრამებს Excel-ში, ასევე, ისწავლიან დიაგრამებისა და ინფოგრაფიკების შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტის პროგრამების გამოყენებას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- მონაცემების ვიზუალურად წარმოდგენას სხვადასხვა ტიპის დიაგრამით
- შესაბამისი ვიზუალიზაციის არჩევას კონკრეტული მონაცემის ტიპისთვის
- მონაცემებით მკაფიო და დამაჯერებელი ნარატივის შექმნას
- ვიზუალიზაციების კრიტიკულად შეფასებას
კურსი განკუთვნილია
- მკვლევრებისთვის და სტუდენტებისთვის
- PR და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის
- მარკეტინგის, გაყიდვებისა და მომხმარებელთა კვლევის სპეციალისტებისთვის
- ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც რაოდენობრივი მონაცემების ვიზუალური წარმოდგენა სჭირდება
სასწავლო პროგრამა 14 აპრილს იწყება და მოიცავს ხუთ ორსაათიან სესიას, რომელიც კვირაში ერთხელ, პირისპირ ფორმატში ჩატარდება.
გაითვალისწინეთ, კურსის მონაწილეს დასჭირდება საკუთარი ლეპტოპი.
🗓️ ლექციების დღეები: სამშაბათი (ფიზიკური დასწრება)
⏰ დრო: 17:00–19:00
📍 ლოკაცია: CRRC-საქართველოს ოფისი — 1 ლიზიკო ქავთარაძის ქ. შესასვლელი III-IV, პირველი სართული (ყოფილი ილია ჭავჭავაძის გამზირი #5)
👥 ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
📅 აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 6 აპრილი
💰 კურსის ღირებულება: 250 ლარი
კურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
_
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა!
_
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: s.dolidze@crrccenters.org
სოციალური ქსელები: Facebook / LinkedIn (CRRC საქართველო)
_
ტრენერი
მარიამ კობალაძე | უფროსი მკვლევარი
მარიამ კობალაძე არის მკვლევარი და მონაცემთა ანალიტიკოსი 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით სოციალური კვლევების სფეროში. მას უმუშავია მრავალ კვლევით პროექტზე, რომლებიც მოიცავს მედიისა და სოციალური მედიის მონიტორინგს, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევას, გენდერულ საკითხებსა და მართლმსაჯულების სფეროს.
ამჟამად მარიამი მუშაობს CRRC-საქართველოში უფროსი მკვლევრის პოზიციაზე. მისი საქმიანობა მოიცავს კვლევითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, კვლევის ინსტრუმენტების შემუშავებას, მონაცემთა ანალიზსა და კვლევის შედეგების კომუნიკაციას სხვადასხვა აუდიტორიასთან.
მარიამს ასევე აქვს სწავლებისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება: სხვადასხვა ჯგუფისთვის ის წლების განმავლობაში ატარებდა ტრენინგებს კვლევის მეთოდებსა და მონაცემთა ინტერპრეტაციასა და წარდგენაზე.
_
კურსის სილაბუსი
| სესია_1 | • რატომ გვჭირდება მონაცემთა ვიზუალიზაცია: მონაცემთა ვიზუალიზაციის როლი კვლევასა და პოლიტიკის ანალიზში • ამბის თხრობა მონაცემებით: ვიზუალური არგუმენტი და აუდიტორიაზე მორგებული ვიზუალიზაცი | |
| სესია_2 | • მონაცემთა ვიზუალიზაციის ძირითადი პრინციპები • როგორ აღვიქვამთ ვიზუალურ ინფორმაციას • მონაცემების ვიზუალიზაციის მთავარი კომპონენტები: შინაარსი, სტილი, ფერი • კარგი და ცუდი ვიზუალიზაციის გარჩევა | |
| სესია_3 | • მონაცემთა ვიზუალიზაციის ძირითადი ხერხები: დიაგრამები, ინფოგრაფიკები • დიაგრამების ტიპები და მათი შესაბამისობა მონაცემების ტიპთან და შინაარსთან (Bar / column chart, Pie chart, Line / scattered, ინფოგრაფიკები) | |
| სესია_4 | • მონაცემების მომზადება ვიზუალიზაციისთვის, ცხრილების მოწესრიგება Excel-ში • სხვადასხვა ტიპის დიაგრამის აგება Excel-ში | |
| სესია_5 | • ხელოვნური ინტელექტის პროგრამების გამოყენება დიაგრამებისა და ინფოგრაფიკების მოსამზადებლად: ძირითადი უპირატესობები და სირთულეები • მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის ყველაზე მოსახერხებელი AI პროგრამების მიმოხილვა და მათი პრაქტიკული გამოყენება დიაგრამებისა და ინფოგრაფიკების ასაგებად: ძირითადი ბრძანებები, პროგრამებთან მუშაობა უფრო დახვეწილი საბოლოო პროდუქტის მისაღებად |











