ანგარიში | ანტიდასავლური რიტორიკა “ფეისბუქში”: სექტემბერი, 2025

წელი: 2025

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ ანტიდასავლურ ნარატივებს 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2025 წლის 31 მაისამდე პერიოდში. კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ძირითადი ანტიდასავლური გზავნილები, მათში ნახსენები მთავარი აქტორები, ინფორმაციის ძირითადი გამავრცელებლები და მანიპულაციის ის ტექნიკები, რომლებიც გამოიყენება ქართულენოვან, აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სეგმენტებში.

კვლევა ეყრდნობა 16 შერჩეული Facebook გვერდისა და ჯგუფის სისტემურ მონიტორინგს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან როგორც ფართო საზოგადოებაზე, ისე ეთნიკურ უმცირესობებზე. ამ პერიოდში სიღრმისეულად გაანალიზდა 2,261 პოსტი. ანალიზის ფარგლებში პოსტები დაიყო თემების, ნარატივების, აქტორების, გაშუქების ტონის, ენობრივი სეგმენტისა და მანიპულაციის ტექნიკების მიხედვით. ცალკეული შეფასებები მომზადდა აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აუდიტორიისთვის.

ანგარიში მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები