წელი: 2025
ავტორები: ეთერი გაგუნაშვილი, მკვლევარი; სალომე დოლიძე, მკვლევარი; თინათინ ბანძელაძე, მკვლევარი
კვლევა აანალიზებს, თუ რა გავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობებზე ევროინტეგრაციის პროცესის ირგვლივ გავრცელებული „შიშის მესიჯები“ საქართველოში. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ისეთ ნარატივებზე, როგორებიცაა საფრთხე ოჯახური ღირებულებებისთვის და ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია. კვლევის მიზანია იმის დადგენა, თუ რამდენად ცვლის მსგავსი ნეგატიური გზავნილები (მაკორექტირებელი ინფორმაციის თანხლებით ან მის გარეშე) მოსახლეობის დამოკიდებულებას ამ რისკების მიმართ და აისახება თუ არა ეს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაზე.
კვლევა ეყრდნობა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვას, რომელიც რანდომიზებული ექსპერიმენტული დიზაინით დაიგეგმა: რესპონდენტები დაყოფილნი იყვნენ სამ ჯგუფად — „მხოლოდ შიშის“, „შიშისა და მაკორექტირებელი ინფორმაციის“ და საკონტროლო ჯგუფებად. მონაწილეთა დამოკიდებულებები ოთხქულიანი სისტემით შეფასდა, მიღებული მონაცემები კი ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზის მეთოდით დამუშავდა.
ბლოგი მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.











