წელი: 2025
ავტორი: მარიამ კობალაძე, უფროსი მკვლევარი
კვლევა აანალიზებს Facebook-ზე გავრცელებულ ანტიდასავლურ რიტორიკას და სწავლობს, თუ როგორ ავრცელებენ შერჩეული გვერდები და ჯგუფები მანიპულაციურ ან მცდარ კონტენტს. ნაშრომის მიზანია, გამოკვეთოს გამოყენებული ნარატივების ტიპები, შეაფასოს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები და დაადგინოს, თუ რა როლს თამაშობს ვიზუალური მასალა – განსაკუთრებით ფოტოები და ვიდეოები – ანტიდასავლური გზავნილების ფორმირებაში.
კვლევა ეყრდნობა „CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ ერთწლიან მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე შერჩეულ Facebook გვერდებსა და ჯგუფებში გამოქვეყნებული 4,017 პოსტი. ინფორმაციული მანიპულაციების (კონტექსტის დამახინჯება, კონსპირაციული ჩარჩოები, ვიზუალური მანიპულაცია) კლასიფიკაციისთვის გამოყენებულ იქნა შინაარსობრივი სიღრმისეული ანალიზი. გარდა ამისა, კვლევამ შეისწავლა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეცდომაში შემყვანი ფოტო-ვიდეო მასალის შექმნის პროცესში.
ბლოგი მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.











