წელი: 2025
ავტორები: მარიამ კობალაძე, უფროსი მკვლევარი; სალომე დოლიძე, მკვლევარი
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში Facebook-ის მეშვეობით ანტიდასავლური ნარატივებისა და პოლიტიკური გზავნილების გავრცელების დინამიკას პროექტის – „პოლარიზაცია და დეზინფორმაცია საქართველოში“ ფარგლებში. კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ძირითადი ნარატივები, მთავარი აქტორები და ის საკომუნიკაციო სტრატეგიები, რომლებიც ქართულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან აუდიტორიაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენება.
ნაშრომი ეყრდნობა 16 საჯარო Facebook გვერდისა და ჯგუფის ერთწლიან სისტემურ მონიტორინგს, თუმცა მოცემული ანგარიში კონცენტრირებულია 2025 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდზე. სიღრმისეულად გაანალიზდა 1,756 პოსტი ჯამში, რათა შეფასებულიყო განმეორებადი თემები, მოქმედი პირები, გაშუქების ტონი, გავრცელების მახასიათებლები და ინფორმაციული მანიპულაციის ტექნიკები.
ანგარიში მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.











