ბლოგი | პოლიტიკური პარადოქსის ჩარჩოები Facebook-ზე: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და „ქართული ოცნების“ პარტიის მიმართ მხარდაჭერის თანაკვეთა

წელი: 2025

ავტორი: ზაქარი ფაბოსი, მკვლევარი

კვლევა შეისწავლის საქართველოში არსებულ აშკარა პარადოქსს: რატომ უჭერს მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთდროულად ევროინტეგრაციასაც და მმართველ პარტიასაც („ქართულ ოცნებას“), მიუხედავად ამ უკანასკნელის ანტიდასავლური რიტორიკისა და ქმედებებისა. ნაშრომის მიზანია გააანალიზოს, თუ როგორ უწყობს ხელს Facebook-ზე გავრცელებული ანტიდასავლური და პროსამთავრობო ნარატივები ამ კოგნიტური დისონანსის შენარჩუნებას პოლიტიკური დისკურსის გადატანით საგარეო კურსიდან შიდასახელმწიფოებრივ და მორალურ საკითხებზე.

კვლევა ეყრდნობა სოციალური მედიის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა 2,261 პოსტი. მონაცემები შეგროვდა 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2025 წლის 31 მაისამდე პერიოდში, ანტიდასავლურ კონტენტთან დაკავშირებული 16 შერჩეული Facebook გვერდისა და ჯგუფისგან. კონტენტ ანალიზის (content analysis) მეთოდით პოსტები დაიყო თემების, ტონისა და ჩართულობის დონის მიხედვით. კვლევამ შეისწავლა, თუ როგორ არის მიმართული ეს ნარატივები პროტესტების, ოპოზიციონერი ლიდერების, დასავლელი აქტორებისა და შიდა პოლიტიკური პროცესების წინააღმდეგ.

ბლოგი მომზადდა პროექტის „ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ჩართულობის გზით“ ფარგლებში, რომელიც CRRC-საქართველოს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები