“კავკასიის ბარომეტრი” თითქმის ოცი წელია, გვაჩვენებს, რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, საჯარო ინსტიტუტებისა და ქვეყნის განვითარების მიმართულების შესახებ. იგი რეგიონში საზოგადოებრივი განწყობების შესახებ მონაცემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ და ხელმისაწვდომ წყაროს წარმოადგენს.
თუმცა, დღეს “კავკასიის ბარომეტრის” მომავალი ბუნდოვანია. დაფინანსების გარეშე 2026 წლის გამოკითხვა შესაძლოა, ვერ შედგეს და საქართველომ დაკარგოს უმნიშვნელოვანესი ღია რესურსი სხვადასხვა საკითხზე მოსახლეობის აზრის შესახებ.
დაგვეხმარეთ, რომ ეს არ მოხდეს!
ჩვენ დავიწყეთ კამპანია “კავკასიის ბარომეტრის” გადასარჩენად. თქვენი მხარდაჭერა – როგორც შემოწირულობა, ისე კამპანიის თქვენს ქსელებში გაზიარება – დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი, ღია მონაცემები საქართველოში.
მხარდაჭერის კამპანია: https://gogetfunding.com/democracy-needs-data-keep-the-caucasus-barometer-georgia-alive






