CRRC Podcast-ის ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია – მართლა აქრობს დრო ყველა ტკივილს? როგორია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ?
2008 წელს რუსეთის მიერ საქათველოში შეჭრიდან დაახლოებით 17 წლის თავზე, ამ ეპიზოდში განვიხილავთ, დააცხრო თუ გაამძაფრა დრომ ემოციები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. CRRC-საქართველოს 2024 წლის კვლევის საფუძველზე, რომელიც თითქმის 2,000 რესპონდენტს მოიცავდა, ვიგებთ, თუ როგორ აფასებენ ქართველები შერიგების პერსპექტივებს, სოციალურ კავშირებს კონფლიქტურ ზონებს შორის და კრიზისის მოგვარების შესაძლო გზებს.
კვლევა მოულოდნელ შედეგებს ააშკარავებს კულტურული აღქმების, დიალოგის მზაობისა თუ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გამუდმებული სურვილის შესახებ. მიუხედავად შეზღუდული კონტაქტებისა და მიმდინარე ოკუპაციისა, მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველები ინარჩუნებენ კრიზისის საბოლოოდ გადაწყვეტის პრაგმატულ იმედს.
ეპიზოდს შეგიძლიათ მოუსმინოთ (ინგლისურ ენაზე) Spotify-სა და YouTube-ზე.