CRRC Podcast-ის ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია – “როგორ იღებენ ქართველები ახალ ამბებს?”
- ამ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ IREX საქართველოსა და CRRC-საქართველოს მკვლევარების, ზაქარი ფაბოსისა და მახარე აჭაიძის ანგარიშს – „მედიის მოხმარების კვლევა საქართველოში 2024“ – რომელიც ისტორიულ ცვლილებას ავლენს: ახლა უფრო მეტი ადამიანი ახალ ამბებს სოციალური მედიისა და მიმოწერის აპლიკაციებიდან იღებს, ვიდრე ტელევიზიიდან.
- ამ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ თაობათაშორის განსხვავებებს, პლატფორმის პრეფერენციებს, რეგიონულ და ენობრივ განსხვავებებს და იმას, თუ როგორ აყალიბებს მედიისადმი ნდობა, ან მისი ნაკლებობა, საინფორმაციო ჩართულობას. Facebook-ის დომინირებიდან TikTok-ის აღზევებამდე, აპლიკაციების პასიური მოხმარებიდან პოდკასტებამდე, ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ მოიხმარენ, აზიარებენ და აღიქვამენ დღეს ქართველები ახალ ამბებს და რას ნიშნავს ეს ქვეყნის მედია ლანდშაფტისთვის.
ეპიზოდს შეგიძლიათ მოუსმინოთ (ინგლისურ ენაზე) Spotify-სა და YouTube-ზე.
ამ საკითხის შესახებ ასევე შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენს ანგარიშს ქართულ და ინგლისურ ენებზე.