მიმდინარე კვლევის პრეზენტაცია: ლინგვისტური უმცირესობების უფლებები და განათლება საქართველოში

14 ივნისს, 2017, CRRC, ARISC  და ამერიკული საბჭოები, პროექტ “მიმდინარე კვლევების პრეზენტაციების” ფარგლებში, წარმოგიდგენთ საგაზაფხულო სესიის 13-ე შეხვედრას თემაზე “ლინგვისტური უმცირესობების უფლებები და განათლება საქართველოში”.

ავტორი: ჟან ფრანსუა ჟუნო, მონრეალის უნივერსიტეტი.

ოთხშაბათი, 14 ივნისი, 2017, 18:30.

CRRC-საქართველო
რამაზ ჩხიკვაძის ქ. 1 (ყოფილი ჭავჭავაძის გამზ. 5)
სადარბაზო III-IV, პირველი სართული
თბილისი 0179, საქართველო

დამატებითი ინფორმაცია თემისა და ავტორის შესახებ იხილეთ ინგლისურენოვან გვერდზე.

***

„კვლევების პრეზენტაციების სერიას“ ორგანიზებას უწევს CRRC-საქართველო, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „კვლევების პრეზენტაციების” მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.

გსურთ, წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „კვლევების პრეზენტაციების“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: m.sikharulidze@crrccenters.org

გაზიარება

მსგავსი სიახლეები